Wednesday, June 23, 2010

ჟან რიშარ ბლოკი

ადამიანის როლი ისტორიაში

 ბლოკი ებრაული წარმოშობის ფრანგი ისტორიკოსია. იგი გვესაუბრება ისტორიაზე არა მხოლოდ როგორც საგანზე, არამედ კაცობიობის ცოდნის წყაროზე. ავტორი გამოყოფს რამოდენიმე ასპექტს , რის გამოც ისტორია არ არის წარსულის მეცნიერება. იგი თვლის, რომ პიროვნებები რომლებიც იყვნენ ისტორიაში არიან არა მხოლოდ მისი ნაწილი, არამედ ტანამედროვეობაზე უდიდესი ზემომქმედებლები. მინდა მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ მოახდიენს პიროვნებებმა ზემოქმედება ისტორიაზე. გავიხსენებ ალექსანდრე მაკედონელს, რომელმაც სახელი არა მხოლოდ პირადად, არამედ ქვეყანას მოუხვეჭა. ალექსანდრე დიდი, მაკედონელი, ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის,გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. რა როლი ითამაშა მან ისტორიაში? როგორ შეცვალა ისტორია? სხვა რომ არაფერ ვთქვათ მან დააარსა ალექსანდრიები - თავისი სახელობის ქალაქები მთელს მსოფლიოში, ერთი მათგანი ეგბიპტეში.ალექსანდრიაa.სახელი, როგორც უკვე აღვნიშნე,  მისი დამფუძნებლის ალექსანდრე დიდის პატივსაცემად დაერქვა და როგორც ეგვიპტის პტოლემეური მმართველების სატახტო ქალაქი მყისვე გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ელინისტურ სამყაროში - ჩამორჩებოდა რა მხოლოდ რომს მისი სიდიდითა და სიმდიდრით ანტიკურობის ხანის განმავლობაში.


No comments:

Post a Comment